fbpx



ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა: არსებითად არ შემცირდეს დასაქმებულთა რაოდენობა უახლოეს რამოდენიმე თვეში, მეორე კი არის დასაქმების ზრდა -ნათია თურნავა

ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა: ერთი არის ის, რომ არსებითად არ შემცირდეს  დასაქმებულთა რაოდენობა უახლოეს რამოდენიმე თვეში, მეორე კი არის  დასაქმების ზრდა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, თქმით დასაქმების ზრდა შესაძლებელია ახალი ინვესტიციების წყალობით. საუბარია არა მხოლოდ უცხოურზე, არამედ ადგილობრივ ინვესტიციებზე.

„ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები,  როდესაც ადგილობრივი წარმოება  ფართოვდება.  ასეთია მაგალითად „აჭარა ტექსტილი“. მართალია ეს თურქული ინვესტიციაა, მაგრამ უკვე  ადგილობრივად ითვლება. ის აქამდე 4000 ადამიანს ასაქმებდა და ახლა კიდევ 3000-ს დაასაქმებს. ამას წინათ გავხსენით ახალი სავაჭრო ცენტრი „ნოვა“, რომელიც აწარმოებს საშენ მასალებს და იქაც ახალი სამუშაოები  შეიქმნება. შემოვა ჩინური კომპანია სამეგრელოში, სადაც 400-მდე ადამიანი დასაქმდება. ამიტომ დღეის გადმოსახედიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მიღწევადი ამოცანაა“- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია