fbpx

ჩერგოლეიშვილი,,ფორმულაზე-ტელევიზიად წოდებულ კანტორაზე რას ვფიქრობ და რა ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, ალბათ ხვდებით

ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ფორმულაში არსებულ ცენზურაზე საუბრობს და წერს, რომ არხზე მისი პოზიციის გამო დაბლოკილია. როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ალბათ საზოგადოება ხვდება ამ ტელევიზიად წოდებულ კანტორაზე რასაც ფიქრობს და რა ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ,,ფორმულას ერთერთი გადაცემიდან დამირეკეს, სტუმრად დამპატიჟეს. მეთქი, მე კი მოვიცლი მაგრამ თქვენ მანდ გადაამოწმეთ კარგად – ჩემი პოზიციის გამო თქვენი პატრონის მიმართ, მე მაგ არხზე დაბლოკილი ვარ და შარში არ გაგხვიო მეთქი (მე რა ვიცი, ეგებ ახალი პროდუსერია და ტყუილად სამსახური რატომ დავაკარგინო). დამირეკა დაფეთებულმა – ჩუგოშვილს ვწერდი მეგონაო ვიცინეთ და დავიშალეთ, მაგრამ ამ ტელევიზიად წოდებულ კანტორაზე რას ვფიქრობ და რა ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, ალბათ ხვდებით …’’ წერს ჩერგოლეიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია