fbpx



ჩაქვში, „ოაზისში“ გამოკვლეულ 900-ზე მეტ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სასტუმრო გაიხსნა

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” ვიზიტორებსა და თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ეპიდემიოლოგებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სასტუმრო “ოაზისში” 900-ზე მეტი ნიმუში აიღეს.

„სასტუმროში 940-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და შეძლებს სტუმრების მიღებასა და გაშვებას. სასტუმრო დეზინფიცირებულია და ჩვეულებრივად რეგულაციების შესაბამისად განაგრძობს ფუნქციონირებას, ის ადამიანები, რომლებსაც ანალიზები აუღეს, ჩვეულებრივად თავისუფლები არიან, რადგან არანაირ რისკჯგუფში არ შედიან და არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ინფიცირებულთან“, – განაცხადეს სასტუმროში.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს სასტუმრო “ოაზისში“ ექიმს, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც სასტუმროში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია