fbpx



შსს – ექსპერტიზით დასტურდება, რომ მანქანაში აღმოჩენილ ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის საკითხზე ექსპერტიზის დასკვნა 5 აგვისტოს მიიღეს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია