fbpx



შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში მხარდაჭერა გიგი უგულავას გამოუცხადა

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს პარტიის პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ ადგილზე მხარს უჭერს მაჟორიტარ კანდიდატს “ევროპული საქართველოდან” გიგი უგულავას. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.

მისი შეფასებით, უგულავა დღეს ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსია სამეგრელოს რეგიონში, ვისი ნდობაც შეიძლება და დაეყრდნო. ეს, ნათელაშვილის განმარტებით, სუბიექტური შეფასების გარდა რეალობაცაა.

“ის, როგორც ხელისუფალი, ასევე იყო ღირსეული ოპონენტი და როგორც თანამებრძოლი, არის ღირსეული თანამებრძოლი”, – აღნიშნა “ლეიბორისტების” ლიდერმა.

მან საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნებში ხმა სწორედ მას მისცენ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ამინდს ქმნის ზუგდიდი და სამეგრელო. ამიტომ, ორ კვირაში ამ რეგიონს შეუძლია ქვეყანას მოაცილოს “დამპყრობელი, ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი” ხელისუფლება, დაუბრუნოს ხალხს ძალაუფლება, რის შემდეგაც უკვე ენგურის გაღმა დაიწყებენ მსვლელობას და ფსოუმდე გავლენ.

“დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ჩვენი დასაბრუნებელია. ეს დიდი ისტორიული მისია აკისრია ზუგდიდს და სამეგრელოს და მე ვიცი, რომ გამარჯვების დროშები აქ მთელი საქართველოს და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ 31 ოქტომბერს აფრიალდება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია