fbpx



ყვარელში ივანიშვილს სავენახე მეურნეობა გაუშენებია და 1500 ადამიანი დაუსაქმებია-ირინა გოგოსაშვილი

ჟურნალისტი, ირინა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დედას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა და გუშინ ლაგოდეხში გავემგზავრე…

ტაქსის მძღოლი ლაგოდეხელი აღმოჩნდა და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.მოკლედ…ყვარელში ივანიშვილს სავენახე მეურნეობა გაუშენებია და როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი ლაგოდეხიდან დაახლოვებით 1500 ადამიანი დაუსაქმებია.ყოველ დილით 5 საათზე მათ აკითხავთ ტრანპორტი და დღის 13 საათზე უკან, ლაგოდეხში ჩამოჰყავს!დღიური ანაზღაურება 40 ლარია!

ოჯახიდან მინიმუმ 2 ადამიანი მიემგზავრება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც სრული შემადგენლობით ავსებს ოჯახის ბიუჯეტს და ძალიან კმაყოფილებიც ყოფილან, ანუ დღიურად 200-250 ლარს გამოიმუშავებს!

მძღოლებს, რომლებიც ამ ადამიანებს ემსახურებიან 900 ლარი აქვთ ხელფასი, საწვავის თანხას კი მეურნეობა იხდის!სულ ვიძახი-ამდენი მუქთახორა და გაქსუებული ჩინოვნიკი რომ არ ეხვიოს გარს, დღეს საქართველოში . კერძოდ კი კახეთში ასეთი მძიმე სოციალური ფონი არ იქნებოდა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია