fbpx



“ქართულმა ოცნებამ” გააჩინა “ბლატიანი” ოჯახის შვილების ტრენდი-მურთაზ ზოდელავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა “ტვ პირველთან “შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას პარალელს ხორავას ქუჩის საქმესთან და ცპტნე გამსახურდიას საქმესთან ავლებს:

“ქართულმა ოცნებამ” გააჩინა “ბლატიანი” ოჯახის შვილების ტრენდი. ბოლო ტრაგედიაში შეიკრა 90-იანი წლების წრე და ქურდის შვილის სადღაც ფიგურირებს.

მინისტრის მოადგილის შვილი, პროკურორის შვილი. ასე იყო 90-იანებშიც, პროკურორის, მინისტრის და ქურდების შვილები ჩადიოდნენ დანაშაულებს და გამოირკვეოდა მერე, რომ ეს შვილები იყვნენ 27-28 წლის მუტრუკები.

“ბლატიანი” ოჯახის შვილები. ესენი “გააბლატავა” სწორედ ხელისუფლებამ – გავიხსენოთ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა, ხორავას ქუჩის საქმე, ახლა კიდევ გუშინ, ფოთში მამის თვალწინ მოხდა თავდასხმა, ვიღაც ხელჯოხიანი, როგორც ამბობენ, კრიმინალური ავტორიტეტები გაუსწორდნენ მამა-შვილს და ჩაისვეს ეს ახალგაზრდა კაცი მანქანაში, მამა განწირული ეძებდა შვილს და უცებ, კაცს პოულობენ გარდაცვლილს.

ვინ არიან ეს ჯგუფები და ვინ “გააბლატავა” ეს ხალხი?! ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო ქვეყანაში, რომ “ბლატიანი” ხალხი ისევ არსებობს”

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია