fbpx



ქართული ოცნების დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანის განცხადება

საქართველოს პარლამენტის წევრის გოდერძი ჩანქსელიანის განცხადება

ორი დღის წინ ზოგიერთ მედიასაშუალებებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ მოძრაობა ხალხისთვის “ მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია და დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.
მე , როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ ანგარიში ჩავაბარო ჩემს ამომრჩევლებს და იმ ადამიანებს , ვინც მე ხმა მომცა არჩევნებზე და ვარ მათი წარმომადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.

მინდა მათთვის გავაკეთო მოკლე განმარტება:
– საქართველოში ხორბლის შემომტანი კომპანია „ბევრილი ჯგუფი“ ნამდვილად არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიერ 2002 წელს დაფუძნებული და ვიყავი ამ კომპანიის 70 % -იანი წილის მფლობელი. 2016 წელს, რადგან მე დამასახელეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად , კომპანიის მართვის უფლება მთლიანად გადავეცი ჩემს ძმას ნერუ ჩანქსელიანს, 2018 წელს კი კომპანიაში ჩემი კუთვნილი 70% წილიც მას გადავუფორმე, რადგანაც ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს მე ვსარგებლობდი ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობით და მე და ჩემი ოჯახი ვიყავით და ვართ კორუფციულ გარიგებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან .

– მე ჩემი ამომრჩევლისა და ჩემი ოჯახის წინაშე ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი , როგორც პიროვნების პატივი და ღირსება და ამიტომ გადავწყვიტე მივმართო შესაბამისი სარჩელით სასამართლოს. რაც შეეხება კომპანია „ბევრილი ჯგუფს „ და მის საქმიანობას, კომპანიის ხელმძღვანელობა თავად გააკეთებს აუცილებელ განმარტებას და ალბათ, წარმოადგენს კიდევაც ოფიციალურ დოკუმენტებს – თუ როგორ მოხდა კომპანია „ბევრილი ჯგუფის“ კომერციული ხელშეკრულებების გაფორმება სახელმწიფოსთან.მე პირადად მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ მედია – საშუალებებისგან , იმავე ფორმით და იმავე ადგილზე, საიდანაც მოხდა ჩემი, როგორც პარლამენტის დეპუტატის და პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვა .

გოდერძი ჩანქსელიანი.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია