fbpx

ქალბატონო ნინო ძალიან გთხოვ ცოტა სიტყვებს დაუფიქრდი, ჭკუაც მყოფნის და სინდის ნამუსიც-გიორგი ბარამიძე ნინო ბურჯანაძეს

“ქალბატონო ნინო ძალიან გთხოვ ცოტა სიტყვებს დაუფიქრდი, ჭკუაც მყოფნის და სინდის ნამუსიც,” – ასე უპასუხა “ნაცმოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ “ერთიანი საქართველოს ლიდერს, ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში გამართული დებატების დროს.

აღნიშნული დაპირისპირება “ტვ პირველის” ეთერში დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

“ქალბატონო ნინო ძალიან გთხოვ ცოტა სიტყვებს დაუფიქრდი, ჭკუაც მყოფნის და სინდის ნამუსიც, რომ დავიცვა ის ადამიანი, რომლის უკანაც დგას ასობით ათასი ადამიანი და ჭკუის სწავლებას თავი დაანებეთ და ილაპარაკეთ კორექტულად.” – განუცხადა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძეს.

მანამდე კი “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ბარამიძეს რეპლიკით უპასუხა, რომ მისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილ ჭკუა ეყო და აქციაზე ეკრანზე არ გამოჩნდა.

„ძალიან ვწუხვარ მაგრამ ახლა, შენ შემოიტანე განხეთქილება და მიშა სააკაშვილს შენგან განსხვავებით ეყო იმდენი ჭკუა რომ იმ მიტინგზე, რომელზეც იყო უზარმაზარი და ნამდვილად იყო ძალიან ბევრი მისი მომხრე, რომელიც ტაშით შეხვდებოდა მიშა სააკაშვილის გამოჩენას, ეყო შენგან განსხვავებით ჭკუა რომ იმ ეკრანზე არ გამოჩენილიყო“, – განუცხადა ბურჯანაძემ გიორგი ბარამიძეს.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. მწვავე დაბატების მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია