fbpx



უნდა იცოცხლო ზურა, უნდა იცოცხლო, მელიქიშვილის გამზირი გელოდება!

ზურა, ჩემო დიდო მეგობარო, როცა ვიღაც სახელს, დიდებას და ფულს იხვეჭდა, შენ სიყვარულს აგროვებდი!

სიყვარულს ოჯახში ,უბანში, მეგობრებში, უცნობ ადამიანებში, არ მეგულება შენზე ნაწყენი, გაბრაზებული ადამიანი, ყველას როგორ ერთნაირად უყვარხარ, დიდი იუმორის მქონე, უთბილესი ზურა დღეს სიკვდილს ებრძვის, სადღაც შორს, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული , სხვის სამშობლოში იბრძვის გადასარჩენად. გულმა არ უმტყუნა გულიან ბიჭს, გულმა უერთგულა მხოლოდ !

როგორ მინდა სიცოცხლეში გითხრა, როგორ მიყვარხარ ,როგორ უყვარხარ შენს საქართველოს, როგორ გვინდა რომ იცოცხლო, გადარჩე, როგორ მინდა გესმოდეს ახლა ჩვენი ლოცვის, სიტყვების, უნდა იცოცხლო ზურა, უნდა იცოცხლო, მელიქიშვილის გამზირი გელოდება! ნინო ჯღარკავა. ჟურნალისტი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია