fbpx

ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება-ანრი ოხანაშვილი

ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება. ხაზარაძემ ჯერ ბანკის მეშვეობით ხალხის ხარჯზე, მათ შორის, უკანონოდ დააგროვა ფინანსური აქტივები და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ იმავე ბანკის გამოყენებით და მისი ინტერესების დაზიანებით ჩაიდინა თაღლითობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი საქმიანობა საქართველოში უანგარო და დიდი ქველმოქმედებით დაიწყო 1995 წლიდან.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეებით დაიმკვიდრა ადგილი, რაც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ მან შეძლო უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის“, – წერს ოხანაშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია