fbpx



ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია – მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა

„ლელო საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადავიდა. როგორც იგი თავად სოციალურ ქსელში წერს, მას გუშინ გვიან ღამით ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია, რის გამოც ექიმების რეკომენდაციით მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალინ მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ – მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის.

ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.

ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს…

რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი გრძელდება და ამ პროცესში იგი დისტანციურად ჩაერთვება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასუტრდა. ტესტირება ჩაიტარეს მისმა თანამშრომლებმაც. მათი ყველა პასუხი ტესტზე უარყოფითია. 

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია