fbpx



სულ იმაზე ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება, რომ ტერიტორია დაგვიბრუნოს, მაშინ, როდესაც ამ ნაძირლებმა ტერიტორიის 20 პროცენტი მიყიდეს – ირაკლი ღარიბაშვილი

სულ მაგაზე ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება, რომ რაღაც ტერიტორია დავიბრუნოთ, მაშინ, როდესაც ამ ნაძირლებმა ტერიტორიის 20 პროცენტი მიყიდეს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

„2007 წელს, ჩვენი ტერიტორიიდან ბოლო რუსის ჯარი გავიდა. ამ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ბოროტმა, მასხარა სააკაშვილმა 2008 წელს რუსის ჯარი შემოიყვანა, ჩააბარა კოდორი ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ჯარისკაცები გაგიჟებულები იყვნენ, უომრად გამოგვიყვანესო, არ გამოდიოდნენ ბიჭები, მერე დასაჯეს, ვინც არ გამოვიდა, იმათ ბრძოლა უნდოდათ. 120 სოფელი დაკარგა ნაძირალა კაცმა და ამდენი დევნილი გახადა. ჩიხში შევიდა ქვეყანა და რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რუსის ჯარი არის დამყარებული კავკასიაში ორი დიდი ბაზით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია