fbpx

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ შენობა-ნაგებობებში, არ ცხოვრობდა არცერთი ადამიანი-კახა კალაძე

„აფრიკის დასახლებაში არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს მშენებარე შენობები გახლდათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია, რომ აფრიკის დასახლებაში ამ შენობებში ადამიანები ცხოვრობდნენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. არ ცხოვრობდა არცერთი ადამიანი. მათ საცხოვრებელს არავინ არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცებული მიწები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ეს არის უკანონობა, რომელიც გადამდებია.

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ დღეს დაწყებულიყო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური ვითარება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უკანონობა უნდა იყოს დაშვებული?

რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი“, – განაცხადა კახა კალაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, რასაც საზოგადოებას სოზარ სუბარი ჰპირდებოდა, ეს მისი წინა საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო.

„სოზარ სუბარი, რასაც ხალხს ჰპირდებოდა. ეს იყო ჩემი წინა საარჩევნო პროგრამის ნაწილი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რასაც მე ვპირდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას.

ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და 1000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები“, – დასძინა კახი კალაძემ.

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია