fbpx



საქართველო-ბელარუსის გადადებული საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება

ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის უეფას საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური საფეხბურთო მატჩი, საქართველო-ბელარუსი, თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხი, შეხვედრამდე შემოდგომაზე გადაწყდება და დამოკიდებული იქნება, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაზე.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო 26 მარტს, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია