fbpx



საქართველო არის ლიდერი C ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით – კელი დეგნანი

საქართველო არის ლიდერი „ცე“ ჰეპატიტის, ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

„დღეს მსოფლიო „ცე“ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ საქართველო არის ლიდერი ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით.

70 ათას ქართველს ჩაუტარდა ტესტირება და მკურნალობა, მოსახლეობის 70 პროცენტს ტესტირება ჩაუტარდა და 30 პროცენტი ელოდება მკურნალობას, რომელიც არის უფასო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც დაავადებას ებრძვის, მკურნალობას უფასოდ გადის, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია