fbpx

საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა ინდაურია – რეზო ძოძუაშვილი

თბილისის “დინამოს” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების “კლაკსვიკთან” 1:6 წაგებაზე კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის “დღის კურიერის” ეთერში ვეტერანმა დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:
“ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ “დინამომ” მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა.

როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია.

არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთისიმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელიც იყო საქართველოში.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია