fbpx

საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის

საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

„ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია