fbpx

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მათი მთავარი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა.

“არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კოვიდინფიცირებულმა დროის უდიდესი ნაწილი უნდა გაატაროს იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე.

„თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი; ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ა.შ; ოთახი უნდა განიავდეს ხშირად, ფანჯრის გაღებით.

საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

ბევრი სითხის მიღება აუცილებელია. კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარტი, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში კოვიდინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას.

სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული“, – ნათქვამია მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროტოკოლში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია