fbpx



საქართველოს მთავრობამ შვედეთში ქართველ ქალთა ორგანიზაცია,,დეიზის,,გრანტი გამოუყო

შევედეთის მოქალაქე, ქართველი ემიგრანტი ქეთევან ბაღათურია საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის – გრანტი საქართველოდან…დეიზის კიდევ ერთი წარმატება…ნდობა…უდიდესი პასუხისმგებლობა!

გვინდა გაცნობოთ რომ ქალთა ორგანიზაცია ,,დეიზიმ,, მიიღო გრანტი პროექტისთვის “თვისტომთა თანადგომა.”საგრანტო კონკურსი სახელწოდებით “დიასპორული ინიციატივების ხეშეწყობა” განახორციელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის თითოელ წევრს ასევე კომისიის წევრებს რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს ჩვენს ორგანიზაციას და მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი პროექტის დაფინანსების, ასევე დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას რომელიც არ ივიწყებს საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არსებული პანდემიის დროს.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოში ბატონ მალხაზ კაკაბაძეს (Malkaz Kakabadze) ჩვენ მუდმივ პარტნიორს და თანამდგომს ქალბატონ ირინა ცერცვაძეს (Irina Tservadze) და უკლებლივ ყველა ადამიანს ვინც გაგვიწია რჩევა და დახმარება ამ გრანტის მოპოვებაში.პროექტის განხორციელება დაიწყება სექტემბერის თვეში და გაგრძელდება დეკემბრის პირველ რიცხვამდე. შედგენილია სია შვედეთში მყოფი იმ თანამემამულეების რომლებიც მიიღებენ დახმარებას.

სიის შედგენა მოხდა შვედეთის სამეფოში არსებული წმინდა გიორგის სამრევლოს მოძღვრის-მამა შიოს ჩართულობით რისთვისაც ვუხდით მას მადლობას. პიროვნებებს გადაეცემათ ვაუჩერები როგორც სასურსათო მაღაზიებიდან ასევე აფთაქებიდან მედიკამენტების შესაძენად და ტესტების გასაკეთებლად.თითოელ ვაუჩერზე იდება გარკვეული თანხა, გამომდინარე საჭიროებიდან.შვედეთში და კერძოდ სტოკჰოლმში მოქმედი ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად განახორციელებს პროექტს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა საქართველოს მთავრობას საგარეო, საქმეთა სამონისტროს და დიასპორის დეპარტამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. პატივისცემით ორგანიზაცია დეიზის გამგეობა ხათუნა კაკურია ქეთევან ბაღათურია

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია