fbpx



საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს-გიორგი გახარია

პრემიერ-მოინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში  საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, საქართველო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 123-ე ადგილზეა, მაგრამ ეს მონაცემი საამაყო არაა.

“საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით 123-ე ადგილზეა. ეს არაა საამაყო ციფრები, და ეს არაა მხოლოდ მთავრობის დამსახურება. ესაა მთავრობის, ჯანდაცვის სექტორის, მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის რიცხვები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ინფექციის გავრცელება იყოს კონტროლქვეშ,.

ამიტომ, ჩვენ რაც შეგვეძლო, ეკონომიკის გახსნისთვის სწაფი ნაბიჯები გადავგდით. ხვალ, ახალ მსოფლიოში კონკურენციის ახალი წესები და მდგომარეობა იქნება. ამიტომ, საქართველომ ეს კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს-განაცხადა გიორგი გახარიამ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია