fbpx

საქართველოსა და სომხეთში პიკმა უკვე გადაიარა, სხვა მეზობელ ქვეყნებში ჯერ მატება იქნება – ამერიკის კვლევითი ცენტრის კვლევა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ი­მე­დო ინფორმაციას აქ­ვეყ­ნებს.

ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის “Institute for Health Metrics and Evaluation” – წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ავ­ტო­რი­ტე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის კუ­თხით. სწო­რედ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და მის­გან ღე­ბუ­ლობს კო­ვი­დის ეპი­დე­მი­ის პროგ­ნოს­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით (იხი­ლეთ გრა­ფი­კი ქვე­მოთ), ჩვენ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­დტალ­ღის პიკ­ზე ვი­ყა­ვით გუ­შინ. ჩე­მის აზ­რით, ეს პროგ­ნო­ზი საკ­მა­ოდ ზუს­ტია. მარ­თა­ლია, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით რთულ მა­თე­მა­ტი­კურ ალ­გო­რით­მებს ეყ­რდნო­ბი­ან, მაგ­რამ ემ­პი­რი­უ­ლი შე­ფა­სე­ბი­თაც კი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მრუ­დე­ბითა­ვ­სე­ბუ­რე­ბებს და და ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის იმუ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში დაგ­რო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ზუს­ტად იგი­ვე დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. და თუ ეს ასეა, მა­შინ შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბა უბ­რა­ლოდ არა­ფერს მო­ი­ტანს გარ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზის გაღ­რმა­ვე­ბი­სა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ეფექ­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა 2-3 კვი­რის შემ­დეგ, მა­ნამ­დე არა (ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა)

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია