fbpx

საფეხბურთო კლუბ სოხუმის ,,დინამოს,,მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ასეთი სერიოზული და კარგი საინფორმაციო სააგენტოს გამოჩენა მედია სივრცეში . ვთვლი რომ ასეთი მედია საშუალებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნისთვის ,რათა ობიექტური და რეალური ამბები მიეწოდოს საზოგადოებას .

რაც შეეხება “დინამო” სოხუმს 2018 წლიდან კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ, ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ რათა ეს კლუბი ყოფილიყო იმ საფეხურზე სადაც მისი ადგილია ისტორიულად .

2020 წელს ამ მუშაობის წყალობით გახდა შესაძლებელი ისეთი დიდი ორგანიზაცია შემოსულიყო ჩვენს კლუბში სპონსორად, როგორიც საქართველოს ეროვნული ლატარიაა, რომელმაც ჩვენი კლუბის გენერალური სპონსორობა ითავა . ასევე 2020 წლიდან ჩვენს კლუბში აქტიურად დაიწყო ბავშვთა საფეხბურთო აკადეემის ჩამოყალიბება, სადაც თავისუფლად ივარჯიშებს 400 მდე ბავშვი.

უნდა ვთქვა , სოციალურდ დაუცველ და დევნილ ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ ივარჯიშონ ჩვენს საფეხბურთო სკოლაში . 2013 წლიდან მამუკა ბიძინაშვილის თაოსნობით მოხდა ამ კლუბის აღდგენა და გზა და გზა ვუერთდებით ადამიანები, ვისაც ამ კლუბის წინსვლა გვიხარია და გვინდა იმ დიდების დაბრუნება კლუბისთვის რაც იტორიულად ქონდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი კლუბის დირექტორთა საბჭოს თავჯმდომარეს მამუკა ბიძინაშვილს და კლუბის პრეზიდენტს მამუკა ასათიანს წლების განმავლობაში ბევრი ხელის შეშლა გვქონდა წინა ხელისუფლებისგან. სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევძელით , კლუბი ქაღალდიდან რეალურ გუნდად ჩამოგვეყალიბებინა. არ შეიძლება არ ავღნიშნო , რომ ძალიან გვეხმარება დღევანდელი ფეხბურთის ფედერაცია ლევან კობიაშვილის მეთაურობით, ასევე აფხაზეთის ფედერაციიის პრეზიდენტი სოსო მალანია , აფხაზეთის მთავრობა და მისი სამსახურები ბატონო ვიტალი ბენდელიანის ხელმძღვანელობით .

ჩვენის მხრივ ვცდილობთ , რომ ყველა ამ ადამიანს არ გავუცრუოთ იმედები და მოვახერხოთ წარმატებების მიღწევა.

დღეს გუნდში შეკრებლია კარგი ფეხბურთელები როგორც ეს ყოველთვის იყო, მე მჯერა მათი, მალე “დინამო” სოხუმი ითამაშებს უფრო მაღალ ლიგაში.

ბოლოს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს უძლიერეს ექიმებს ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს და მათ გუნდს, , მადლობა ჩვენს მთავრობას ასეთი კარგი კრიზის მართვისთვის , სრულიად საქართველოს ვუსურვო ჯანმრთელობა და გამარჯვებები !

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია