fbpx



„საპარტნიორო ფონდიდან“ ენერგეტიკული კომპანიები უკვე გავიდნენ, ჯერი რკინიგზასა და ნავთობისა და გაზის კორპორაციაზეა

საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის რეფორმირების პროცესი დაწყებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „საპარტნორო ფონდის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება უნდა იყოს.

დიდი ხანია არის საუბარი ფონდის რეფორმირებაზე. მოგეხსენებათ, ფონდი 2010 წელს შეიქმნა და ამჟამად ის თავისი სტრუქტურით ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. უკვე დაწყებულია ეს ცვლილებები. მინდა მოგახსენოთ, რომ ენერგეტიკის ობიექტები ფონდიდან უკვე გასულია. არის ამჟამად რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ ფონდიდან ასევე გავა.

ფონდს შეუნარჩუნდება მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც არის საქართველოში სხვადასხვა მიმართულების, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონების მიხედვით უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება, ისეთი პროექტების, რომელსაც ბანკები არ აფინანსებენ იმ მიზეზით, რომ არის სტარტაპი, ან მაღალი რისკები. ამ დროს, სახელმწიფოსთვის ეს პროექტები არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს უნდა იყოს „საპარტნორო ფონდის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა“,- განაცხადა საგანელიძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია