fbpx

სამგორში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შიდა წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია 6 მისამართზე ხორციელდება. აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 249 320 ლარი გამოიყო.

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში N420 კორპუსთან მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვის საფუძველზე, შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა კიდევ 6 მისამართზე, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 99 622 ლარი დაიხარჯა. პროეტები დასრულდა შემდეგ მისამართებზე:

✅ ვარკეთილი 3, პირველი მ/რ, კორპუსი N14;
✅ კალოუბნის ქ. N35;
✅ შუამთის ქ. N30;
✅ ვარკეთილის ზემო პლატო, N24;
✅ ვარკეთილის ზემო პლატო, N17;
✅ ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, კორპუსი N10.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება