fbpx

სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

„მოსახლეობა აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას წლებია ითხოვს. ამ რაიონში დღემდე, ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივთა მაღალ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. წელს ამ შენობის დემონტაჟი დავიწყეთ და უკვე მომავალ წელს, შეჩერებულ მშენებლობას გავაგრძელებთ. ძალიან მალე აფრიკის დასახლებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ახალი საბავშვო ბაღი 15-ჯგუფიანი იქნება და 500 აღსაზრდელს მოემსახურება.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია