fbpx



სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს – გია ვოლსკი

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმებისა და მისი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება იმაზე საუბარი, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას პროგრესს მოუტანს.

სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ქონება დაკარგა და იმაზე, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომ წლების შემდეგ კიდევ აქვს ეფექტი მის ცხოვრებაზე. ადამიანები, ცხედრები, ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ მიტოვებული – ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი; უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, – ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს,”- განაცხადა ვოლსკიმ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია