fbpx



როცა „რუსთავი-2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე იყო -ლაშა ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი- 2-ში“ უშიშროების სამინისტროს შესვლის დროს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.

„2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა (რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და, პრაქტიკულად, მაშინ დასრულდა ხელისუფლება); როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი- 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი, ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი- 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია