fbpx

რა კავშირშია ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ადვოკატ პაატა სალიას სატელეფონო საუბრებთან ?! -ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ზეიკიძესთან .

დღეს  პრესკონფერენციაზე კომპანია ,,ლიდერფუდის,,  მფლობელის დავით ზეიკიძის სიძემ ირაკლი დუმბაძემ განაცხადა, რომ მის ადვოკატს პაატა სალიას , მისი სიმამრი დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა;

Xnews-ი დაუკავშირდა დავით ზეიკიძეს და გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

-ბატონო დავით,     ვისთან გაქვთ სასამართლო დავა – იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ რა ხდება თქვენს კომპანიაში?

– მე დავა მაქვს სასამართლოსთან და ადვოკატ პაატა სალიასთან ,რადგან არსებითი განხილვის გარეშე მიიღო  სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს საწინააღმდეგოდ.

მე მყავს სამი შვილი ,სამივე შვილი ჩემთვის ერთნაირად საყვარელია ! როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენც მიცნობთ და მთელი საქართველო: ნუთუ  მე ის კაცი ვარ,  საკუთარ შვილებს ომი გამოვუცხადო?!  ჩემი ქალიშვილის ქმარი , ჩემი სიძე ირაკლი დუმბაძე , რომელსაც არცერთი კაპიკი არ ჩაუდია კომპანიაში ,არც ქონდა ამის საშუალება , თავად დავნიშნე დირექტორად , კაცი გავხადე და უპოვარი მილიონერად ვაქციე; მას ფორმალურად დავაფუძნებინე კომპანია . დღეს ის სოლიდური და წარმატებული  კომპანიაა –  ,,ლიდერფუდზე ,,  ვსაუბრობ .

 სიძის მხრიდან ვამჩნევდი , რომ ხდებოდა კომპანიიდან დიდძალი თანხის არამიზნობრივად განკარგვა ; აუდიტორული შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა, რომ მილიონობით თანხა იყო გამქრალი , ამიტომ საკუთარი წილები  კვლავ მე გადმოვიფორმე ჩემს სახელზე. ვაპირებდი კომპანიის წილები გადამენაწილებინა  ჩემს შვილიშვილებზე და  მინდოდა თანაბარი წილები ქონოდათ  მათ ბიზნესის. ახლაც ასე ვფიქრობ და ჩემს შვილიშვილებს ნამდვილად არ დავტოვებ კაპიტალის გარეშე. სიძე მიხვდა,  რომ ჩემს ყურამდე მოვიდოდა მის მიერ დაკარგული მილიონების თემა და ბუნებრივია შეეშინდა!  კომპანიის ბუღალტერს ამ ფაქტების გამო მისჯილი აქვს 9 წელი და  6 თვე. სხვა პირების მიმართ კი მიმდინარეობს  სისხლის სამარათლის გამოძიება.  დუმბაძე მიხვდა , რომ მე კომპანიის 20 პროცენტს ვაჩუქებდი ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს და თავად მას გავაგდებდი სამსახურიდან , ამიტომ  გადაწყვიტა   წინმსწრებად სასამართლოსთვის მიემართა.

სასამართლოს  პირველი ინსტანცია თაღლითური გზით მოიგო –  10 დღის ვადაში უნდა მომსვლოდა სასამართლოს გადაწყვეტილება,  რათა გამესაჩივრებინა, მაგრამ მე არ მიმიღია   ეს საბუთი, რასაც ადასტურებს ჩემი კომპანიიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, ადასტურებს ამას კურიერიც და სამი მოწმეც ! ახლა საქმე უზენაესშია და ვითხოვთ საქმის არსებით განხილვას დაბალ ინსტანციაში. თუ ჩემს სიძეს რამე აქვს კომპანიაში ჩადებული და ეკუთვნის – კი ბატონო , გადაწყვიტოს სასამართლომ.

-ბატონო დავით,  რა სატელეფონო საუბრების თუ პირადი ჩანაწერების  გასაჯაროებით ემუქრებით თქვენი სიძის ადვოკატს?

– როგორ გეკადრებათ, არავითარი პირადი საუბრების ჩანაწერები არ  არსებობს! მე თავდაპირველად მყავდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, მან შეიტანა ჩემი სახელით სარჩელი სასამართლოში ,ამის დამადასტურებლი იმეილ მიმოწერაც მაქვს და სარჩელიც ყავლაშვილის სახელით შევიდა სასამართლოს კანცელარიაში. მეორე დღეს  ჩემი და ჩემი უსაფრთხოების  სამსახურის უფროსის თანდასწრებით გიორგი ყავლაშვილმა დაურეკა სალიას ,მე გვერდით ვეჯექი და მესმოდა , თუ როგორ მაგინებდა სალია, ეუბნებოდა ყავლაშვილს –  ჩამოშორებოდა ამ საქმეს.  ყავლაშვილი მეორე დღეს მართლაც ჩამეხსნა და რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო თქვა, რომ ვერ იქნებოდა ჩემი ადვოკატი ! სწორედ  ამ ფაქტს ვგულისხმობდი იმ სატელეფონო საუბრებზე ,რასაც დღეს ჩემი სიძე პრესკონფერენციაზე ახსენებდა!   ახლა  ცდილობენ საქმის ვითარება  შავ „პიარ“- კამპანიაზე გათვალონ, თუ როგორი ცუდი მამა ვარ , რომ თითქოს რაღაც გაურკვეველი  მუქარებით   დავიბრუნე ჩემი კუთვნილი წილები  და ისევ უნდათ ზემოქმედება მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და უზენაეს სასამართლოზე.

მე ახლაც იმ აზრზე ვარ , რომ კომპანიის 20 პროცენტი ვაჩუქო ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს. ამის მერე მიჩივლოს ჩემმა სიძემ და იდავოს 30 პროცენტზე სასამართლოში . დაამტკიცოს რომ ეკუთვნის.. აქ არ არის დავა იმაზე, თუ  როგორი კაცი ვარ – ცუდი თუ კარგი! მე სასამართლოს ვედავები, რომ ჩემს დაუსწრებლად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე  არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ერთპიროვნულად არ უნდა გადასცეს ჩემი დიდძალი  ქონება სხვა პირს.

კომპანია ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრებააა ,კომპანიის წილების სადაო თემები კი  საქმის არსებითი განხილვით უნდა გადაწყდეს მხოლოდ. ავტორი ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

Shares