fbpx



რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი

ერთმანეთის პარალელურად ორი სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში საქართველოს ორ მდინარეზე.

არაგვსა და მტკვარში მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ დაკარგულ ფეხბურთელს. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 3 დღის წინ დაიკარგა.

რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი – “კურიერმა” აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, “კურიერის” ინფორმაციით, 19 ივნისს დაიწყო. შემთხვევა მცხეთის რაიონში, დაქირავებულ აგარაკზე მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეგობრებს დახმარება სთხოვა და ისინი თბილისიდან ჩაიყვანა, რის შემდეგაც 19 წლის ფეხბურთელმა მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისში დაბრუნების მიზნით, ქუჩაში გადაინაცვლა, რის შემდეგაც თბილისიდან ჩასულებთან დაპირისპირება მოუხდათ. მისი მეგობარი თბილისში მანქანით ჩამოიყვანეს, რომელიც დიდუბეში დატოვეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ქრება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა, მყვინთავები და მაშველები მუშაობენ როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

ტერიტორია კონტროლდება დრონის საშუალებით. მცხეთაში შექმნილია საგანგებო შტაბი. პარალელურად ცნობილია, რომ საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მცხეთის პოლიციაში დაკითხვებმა მიმდინარეობს. 

წყარო „კურიერი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია