fbpx



რას გვიყვება თვთმხილველი – როგორ წაუკიდეს ცეცხლი 24 წლის სევა შამოიანს ?

,,იქსნიუსის,, ექსკლუზივი.

რა მოხდა დიდუბეში , როგორ წაუკიდა ცეცხლი შეყვარებულს 24 წლის მამაკაცმა – გვიყვება ამბის თვითმხილველი თეა ქორიძე:

– მთელი ეზოს ახალგაზრდობა ჩემს სამზარეულოში ისხდნენ და იმ მოკლულ ბავშვზე საუბრობდნენ. მე ოთახში ვიყავი. დები, ვის ოჯახშიც მოხდა, თავიანთ ოთახში იყვნენ.

ქვემოთ ეზოში მათ გარდა არავინ ცხოვრობს.

მოუკითხავს ამ არაკაცს და გინდა თუ არა გარეთ გამოდიო – ტელეფონში უთქვამს.

ძალიან მშვიდი და ნორმალური ოჯახია ზედმეტი ხმა არ გაგვიგია მათგან არასდროს. გლდანში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ოთახი ნაქირავები აქვთ ალბათ 5-6 წელია და გამარჯობის და ზრდილობის მეტი არაფერი გვსმენია.

ადრე შეყვარებულივით იყო , მაგრამ რომ შეამჩნია – ავადმყოფი და არანორმალურია, მალევე დაშორდა. ის არ ანებებდა თავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა არაფერი გვიგრძვნია ეზოში.

გუშინ ჩაუსვამს მანქანაში ძალით, ბენზინს ჩავასხავ და ამოგიყვან უკანო, მოკლედ ამოიყვანა და ამ გოგოს უარი უთქვამს , არ მინდა შენთან არც სიყვარული, არც შეყვარებულობანა და არც არაფერიო.

მანქანიდან გადმოვიდა. მთელს ეზოში ბენზინი მოასხა იმ არაკაცმა და მერე ამ გოგოს შეასხა მთლიან ტანზე. ამ დროს გოგოს და გამოვიდა პიჟამოთი; ღამის პირველი საათი იყო , შებრუნდა უკან მოვიცმევ რამესო და ამასობაში ორი აფეთქების ხმაც გაისმა .

იწვებოდა ბავშვი, ვასხამდით წყლებს, ეზოში ვერ შევდიოდით, რადგან გარეთ ტროტუარამდე ცეცხლი ეკიდა მთელ ეზოს და ჭიშკარს, ჩავაგდე კიბე ზემოდან, მაგრამ ვერ გამოდიოდნენ – სახლის კარებსაც ცეცხლი ეკიდა. გადავედი ბოლქვაძეების ეზოში, იქიდან ჩავხტი, ამასობაში ბიჭებმა ცეცხლიც ჩააქრეს და გავუხსენი კარები რომ არ ამოგუდულიყვნენ, გოგო ძალიან მძიმედაა ,უწესიერესი ოჯახია , შამოიანებია არიან გვარად …

(იქსნიუსი)

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია