fbpx



ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას სკანდალური ინტერვიუ – მცხეთელმა ქიმიკოსმა შემომჩივლა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, ძალით დაისნებოვნოს თავი კორონავირუსით და მის მიერ შემუშავებული მეთოდიკით განიკურნოს

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ალიას“ სკანდალურ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია ,,ლაზაროსის“ ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიგლა გობეჩია:

– სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად ჩავთვალე, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და საჯაროდ გამოვთქვა ის, რასაც სინამდვილეში ვხედავ და განვიცდი. ამიტომ არცერთ სიტყვას უკან არ წავიღებ, რასაც თქვენთან ვიტყვი, თუმცა ეს ჩემი აზრია და მას, ცხადია, თავზე არავის ვახვევ. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ის, რასაც მსოფლიოს ლიდერშიპი და სამედიცინო მაფია გვიკიჟინებს საერთაშორისო მასშტაბით, მთლად ასე არ არის და ძაღლის თავიც სულ სხვაგან მარხია.

– გიგლა, მაინც სად მარხია ძაღლის თავი?

-როდესაც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და პარლამენტი მეცნიერებს, ექიმებს, ცნობილ სახალხო მკურნალებს, ბიოლოგებს, ვირუსოლოგებს პირდაპირ ეუბნებიან, არ გვინდა, ბატონო თქვენი მეთოდი, თქვენი იდეა, თქვენი წამალი, სახლებში დაეტიეთო, რა შეიძლება ამას ეწოდოს? ფაქტია, რომ ამ ადამიანებს გულით უნდათ ჩვენს ხელისუფლებას გვერდით დაუდგნენ და ამ ეპიდემიისგან იხსნან საკუთარი ხალხი და მთელი სამყარო. მე მაინტერესებს, რატომ არ იკარებენ ასეთ ადამიანებს ახლოს, რა ჰქვია ამას? ჩვენს ასოციაციაში მე სულ ცოტა 5-6 კაციანი მცირე ჯგუფი ვიცი, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა კორონა ვირუსის პანდემიისაგან. მაპატიეთ, მაგრამ მე მათ ვინაობას საგაზეთო ფორმატში შეგნებულად არ დავასახელებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ცნობილ თბილისელ ჰომეოპათს და მეცნიერს, ბატონ გია ნადარეიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. მან როგორც კი ღიად განაცხადა, კორონავირუსის წამალი შევქმენიო, მაშინვე აფთიაქი დაუკეტეს და იზოლაციაში მოაქციეს. მართალია, მას მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ბატონ გიას უმძიმესი სენისგან გადაურჩენია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. წარმოგიდგენიათ, ასეთ მკურნალს არ უსმენენ. ამის შემდეგ, განა, რთული მისახვედრია, ძაღლის თავი სად მარხია? მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავაფუძნეთ „საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია „ლაზაროსი“, სადაც გაერთიანებულია უმაღლესი კატეგორიის ექიმები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ცნობილი სახალხო მკურნალები, გამომგონებლები და ნოვატორები. მათ შორის ბევრი სამეცნიერო ხარისხის მატარებელია. გვაქვს არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, ვიმეორებ, სტრატეგიული მნიშვნელობის ნოვაცია, მაგრამ უნდა ვინმეს? აინტერესებს ვინმეს? ახლა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით. კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალების შექმნაზე სულ ცოტა ხუთი ჯგუფი მაინც ვიცი, რომელთაც ფრიად საყურადღებო რამ შექმნეს, ან მის დახვეწაზე მუშაობენ. მიმაჩნია, რომ მათი ჩართვა და სათანადოდ გამოყენება ამ საქმეში მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ესენი მზად არიან, სათანადო სახელმწიფო ინსტიტუტებთან სათანამშრომლოდ, მაგრამ მათ ახლოსაც არ იკარებენ. პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმთა ცნობილი სამეულიდან ორი საქმის კურსშია ზოგიერთ ნოვაციაზე, მაგრამ მათ უფლება არა აქვთ, ეს სიახლე დამოუკიდებლად განახორციელონ. ერთი სიტყვით, ყველა ერთ თამაშს თამაშობს. ტელევიზიებიც ჩართული არიან ამ თამაშში. რა ჰქვია იმას, როცა ჩვენი ხელისუფლება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კატეგორიულად უარობენ, ან მთელი არსებით ისხლეტენ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი წამლებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, ასეთ ქვეყანაში აზრი აქვს კი ლაპარაკს? სამწუხაროდ, ეს არაა მხოლოდ ჩვენი, ადგილობრივი ჭირი. სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია. მე მქონდა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოდან დიდი ხნის წინათ არიან წასული ევროპაში და იქ მოღვაწეობენ. მაგალითად, ვცადე კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის მიმეწვდინა ხმა. საფრანგეთში დავუკავშირდი ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს დიანა ჭანკოტაძეს, იტალიაში – ნუნუ გელაძეს და ვთხოვე, შეძლებისდაგვარად დამხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში. უფრო სწორად იმაში, რომ ხმა მიეწვდინათ ამ ქვეყნების მთავრობისადმი, შეეთავაზებინათ ქართველი სპეციალისტების ნოვაციები. იცით, ალბათ, ქალბატონი ნუნუ საქართველო-იტალიის კულტურული ურთიერთობის ერთ-ერთი მესვეტეა, ხოლო ქალბატონ დიანას საფრანგეთის სამეცნიერო წრეებთან აქვს კარგი კონტაქტი. ნუნუ გელაძემ გადამამისამართა იტალიაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორთან ბიოლოგიის დარგში, ბატონ სოლომონ ნერგაძესთან. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ იქაური სამედიცინო მამები ცოტაზე მეტად ალმაცერად უყურებენ ასეთ მიდგომას. მათთვის მხოლოდ ემპირიული მეთოდებია მისაღები და ისიც მხოლოდ კლასიკური მედიცინის წიაღში. ხალხურ მედიცინის მიღწევებს იქ მჩხიბავთა საქმედ მიიჩნევენ. არადა ამ დროს მთელ მსოფლიოში ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა დიდ პატივშია. ერთი სიტყვით, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ რეალურად არავინ დაინტერესდა პანდემიის წინააღმდეგ უკვე შექმნილი თუ შესაქმნელი წამლის არსებობით, სამკურნალო მეთოდიკისა თუ იდეის გაცნობით. მოკლედ, არავის აინტერესებს ის რესურსი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში.

-თქვენ ამბობთ, რომ არსებობს კორონავირუსის დასამარცხებელი წამალი და არც ჩვენი ქვეყნის მთავრობა და არც უცხოეთის მთავრობები ახლოს არ იკარებენ ამ წამლის შემქმნელ ადამიანებს. მაშინ, გამოდის, რომ მსოფლიო ომია, ოღონდ ბიოლოგიური იარაღით. აბა, რითი აიხსნება ეს ყველაფერი, ასეთი აკრძალვები, ხალხი ჰყავთ სახლებში ჩამწყვდეული და გეუბნებიან, თუ გამოხვალ, კორონა მოგკლავსო. მაშინ სახლებში დავრჩეთ კი არა, ყველანი გარეთ უნდა გამოვიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ლოგიკას ხომ აქეთკენ მივყავართ?

-ისტორიიდან ცნობილია, რომ ქართველი ხალხი მძიმე განსაცდელის დროს იწყებდა აზრის გაფაციცებას და ყოველთვის მოდიოდა საღი განსჯა, საღი წინადადება, იდეა ხალხის წიაღიდან. ასეა ახლაც. თუმცა კარგად ვხედავთ, რომ არც დღევანდელი და აღარც წინა ხელისუფლებები ხალხის აზრს არ იზიარებდნენ. ესეც დიდი თემაა, მე მხოლოდ ჩემს სფეროზე მოგახსენებთ. ზოგადად ხალხური მედიცინის დიდი მნიშვნელობა საქმეში ჩახედულ სპეციალისტებს, ვთქვათ, პროფესორ რამაზ შენგელიას და სხვებს, ძალიან კარგად მოეხსენებათ, მაგრამ მათ არავინ უსმენს. მახსოვს, ბატონი სერგეენკო რომ გაამწესეს მინისტრად, პირველსავე პრესკონფერენცია? დავესწარი და ვკითხე კიდეც, აპირებდნენ თუ არა რამე სახელმწიფო პროგრამის შექმნას ამ მიმართულებით. პასუხად, იცით, რა მივიღე, რას ნიშნავს კლასიკური მედიცინა და რას ხალხური? მოკლედ, ლექცია ჩამიტარა რა. არადა, ცუდად ნუ გამიგებთ, და ამ სფეროში ისეთი ლექციის ჩატარება შემიძლია კონკრეტული ფაქტებით, რომ დიდხანს შეიძლება შოკიდან ვერც გამოვიდნენ. იგივე გამიკეთეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე, სადაც შეკითხვაც კი არ დამასმევინეს, მაშინ, როცა უამრავ უაზრო საგანზე ამსჯელეს ბატონი პრემიერმინისტრი. იცით, რა მახსენდება, რამდენიმე წლის წინათ თბილისში მე და ჩვენი ასოციაციის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თინათინ გოცაძე შევხვდით ერთ ტიბეტელ ლამას, რომელმაც საჯაროდ გვითხრა, რას დაეძებთ ამ ტიბეტურ მედიცინაში, როცა თქვენ გაქვთ კოლხური მედიცინა და ტიბეტურ მედიცინაში ძალიან ბევრი საშუალება სწორედ აქედან არისო აღებული. ეგვიპტეში დღესაც კარგ მკურნალს „კოლხს“ ეძახიანო. ხედავთ, სად იფეთქა გენეტიკური მეხსიერებამ, რომელიც არსად არ გამქრალა. ჩვენი მკურნალების ღვაწლი საუკუნეების შემდეგაც ახსოვთ. მათ შეუძლიათ შედეგები დადონ იქ, სადაც კლასიკური მედიცინა უძლურია. საქართველო უძველესი სამედიცინო კულტურის ქვეყანას წარმოადგენს. ხალხური მედიცინის მკვლევართა ნაშრომებში ეს ყველაფერი შეფასებულია, მაგრამ დღეს საერთაშორისო ფარმამაფია ეწინააღმდეგება მსოფლიოში ხალხების სიცოცხლის გახანგრძლივებას. ამიტომ ყველა, განურჩევლად რასისა და რელიგიისა, უნდა დავირაზმოთ ამ მაფიის წინააღმდეგ, თორემ ესენი კარგს არაფერს უქადიან კაცობრიობას. სამყაროს პარალიზება და კარანტინი უფრო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე პანდემიაო, ამტკიცებენ ცნობილი ფსიქოლოგები და მეცნიერები. მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს. ცნობილია, რომ ჩაკეტილ სივრცეში იმუნური სისტემა ქვეითდება. ადამიანი კარგავს გარე ფაქტორებთან ბრძოლის უნარს.
კორონავირუსის სამკურნალო ვაქცინა არ გვაქვსო, იძახიან, მე ვფიქრობ, რომ არის, მაგრამ არ უნდათ მისი გამოჩენა. ეს მათ აწყობთ, რომ არ იყოს ვაქცინა, სამკურნალო საშუალება, მაშინ ვინ შეასრულებდა მსოფლიო ოლიგარქიატის მიერ დანიშნული დესტრუქციული ორგანოების ბრძანებებს? სხვადასხვა მთავრობებიც ასეთი ძალების ბრძანებებს ასრულებენ. პირდაპირ ღიად მიდის ფსიქოლოგიური ტერორი და იგნორირება სტრატეგიული მნიშვნელობის გამომგონებლების, ნოვატორებისა და სახალხო მკურნალების წინააღმდეგ, რომ ეს ბინძური სპეცოპერაცია კორონავირუსის გამოყენებით არ ჩაიშალოს. ვირუსი არსებობს, მაგრამ გაცილებით უარესია სხვა ინფექციური დაავადებები. იმ ჯგუფში, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, მოიაზრება ერთი მკურნალი, რამდენიმე დაპატენტებული პრეპარატის ავტორი, რომელიც ახლა შუაგულ ევროპაში ცხოვრობს, იქ, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს. მან მიამბო ასეთ ამბავი, რომ მისი შვილი მუშაობდა ლტოლვილებთან და მიგრანტებთან თარჯიმნად. მიგრანტების კორპუსში ქართველებიც იყვნენ. ერთ-ერთი კორონავირუსით დაავადდა. მერე ეს სხვებსაც გადაედოთ. ცხადია, ექიმებმა მიგრანტთა მთელი კორპუსი დაკეტეს. მალე ვირუსის სიმპტომები სხვებსაც აღმოაჩნდათ. ჩვენმა ნოვატორმა მკურნალმა ქალბატონმა სასწრაფოდ მიაღებინა წამალი და ზუსტად ოთხ-ხუთ დღეში ალაგდა კორონავირუსის სიმპტომები. სწორედ მისი გაყვანა მინდოდა იტალიისა და საფრანგეთის სამედიცინო იერარქებთან, მაგრამ შედეგი გითხარით უკვე. იმ ხუთი ჯგუფიდან ერთ-ერთია ცნობილი აგრობიოლოგი და სახალხო მკურნალი, 90 წელს მიტანებული კაცი. იგი 20-მდე დასახელების დაპატენტებული სამკურნალო პრეპარატის ავტორია. მომწერა, რომ ორი წამალი შექმნა. ერთს ჰქვია ანტიკორი და მეორეს – კორვირანტი, მაგრამ სამთავრობო “სვეტილებისკენ” ვერ იკვლევს გზას. ამ ჯგუფის ერთმა წევრმა, მცხეთელმა ქიმიკოსმა შემომჩივლა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, ძალით დაისნებოვნოს თავი კორონავირუსით და მის მიერ შემუშავებული მეთოდიკით განიკურნოს ჯერ საკუთარი თავი და მერე სხვებიც. ცხადია, სამედიცინო დარგის მუშაკების მეთვალყურეობით. მეთოდიკაში მითითებულია ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ქართულ თიხაში მოიპოვება. მას ეს ბიოლოგიური პრეპარატი წარმატებით აქვს გამოყენებული სხვადასხვა ვირუსის დროს. ამ ჯგუფში მოიაზრება ერთი რუსთაველი გამომგონებელიც, რომელსაც შექმნილი აქვს უნიკალური ნანოგენერატორი, რომელსაც ფანტასტიკური შესაძლებლობები აქვს. სიტყვა ფანტასტიკურს გადაჭარბებად ნუ მიიღებთ, მისი ბიოგენერატორი გამოცდილია საქართველოს და რუსეთის სპეციალურ კვლევით დაწესებულებებში. არსებობს შესაბამისი დასკვნებიც. მაგრამ ამ ამბავს შეგნებულად უმალავენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონ გიორგი გახარიას. თუ ისინი ამ ამბავს “ალიას”მეშვეობით შეიტყობენ, ჩვენ მზად ვართ, სიღრმისეულად მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია. დაინტერესებისა და სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში ამ ნანოგენერატორით, როგორც მისი ავტორი ამტკიცებს, შესაძლებელია ერთდროულად 60-დან 100 პაციენტი ჩაერთოს მის ველში და უსწრაფესად განიკურნოს. ამ გამომგონებლის ეს შეთავაზება გაიგზავნა ჯერ საქართველოს პარლამენტში, მერე – ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ არსაიდან არანაირი პასუხი არ ჩანს. ეს გამოგონება პირდაპირ მიმართულია კორონას წინააღმდეგ, მაგრამ არ უნდათ და მორჩა. გარდა ამისა, ვიტყვი იმასაც, რომ ამ გენერატორის სათანადოდ გამოყენებით ჩვენ შესაძლოა, უძლიერესი ქვეყანა გავხდეთ რამდენიმე მიმართულებით. ოღონდ ამ მიმართულებებს აქ ჯერ ვერ დავასახელებ. გარდა ზემოთ აღნიშნული ადამიანებისა, ნოვატორთა ჯგუფში შედის ორი, მაღალი რანგის მეცნიერი. ერთი ონკოლოგია, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. კაცი, რომელმაც 1990 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის პრემია. ის ცნობილი აკადემიკოსის, ჰელიობიოლოგიის მამამთავრის ალექსანდრე ჩიჟევსკის სამკურნალო ჭაღის საიდუმლოებებს იკვლევდა და მოგვიანებით შექმნეს კიდეც რეალური მოდელი. სამწუხაროდ, აკადემიკოსმა ჩიჟევსკიმ საფლავში ჩაიტანა ჭაღის მუშაობის ზოგიერთი პრინციპი. ამ თემას 1980-იან წლებში მიუბრუნდა მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, პროფესორი ვარა მაჩაბელი. სწორედ ამ ქალბატონის ასპირანტი იყო ეს ქართველი ონკოლოგი და მათ ბოლომდე გახსნეს ეს საიდუმლო. სწორედ ამისთვის მიენიჭათ მათ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. ძალიან მალე მისი ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. სწორედ ამ ონკოლოგმა და მისმა მეგობარმა ვირუსოლოგმა და ბიოქიმიკოსმა, ასევე პროფესორმა, ერთად შექმნეს ახალი ტიპის ონკოპრეპარატი. უკვე ჩატარებულია ამ პრეპარატის გამოკვლევა საკმაოდ მაღალი დონის სამედიცინო წრეებში, მათ შორის უცხოეთში, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე, რადგან ირგვლივ მხოლოდ ყრუ კედელს აწყდებიან. ხოლო ფინანსები კი ამოეწურათ. სულ რაღაც 20 ათასამდე დოლარია საჭირო, რომ ახალი მოდიფიცირებული პრეპარატი დამზადდეს. ეს ორი პროფესორი თამამად აცხადებს, რომ ამ პრეპარატიც მცირე მოდიფიკაციით შესაძლებელია კორონა ვირუსისგან ადამიანთა მასობრივი განკურნება ძალიან მოკლე დროში. მეტიც, მათგან ერთ-ერთს ურთიერთობა ჰქონდა ცნობილი ექიმების სამეულიდან – გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძე – ერთ-ერთთან. სამწუხაროდ, მათგანაც არანაირი დაინტერესება არ გამოიხატა, რადგან როგორც ჩანს, ზემოდან არა აქვთ ამის უფლება. ერთი სიტყვით, არავის არ იკარებენ. მე ეს ხუთი მიმართულება ზოგადად წარმოვაჩინე. ყველა მათგანი სოლიდური ადამიანია და ძალიან კარგად ესმით, რასაც ამბობენ და სთავაზობენ ხელისუფლებას. მაშინ უბრალოდ ჩნდება ასეთი კითხვა – რატომ არავინ უსმენს ამ დამსახურებულ სპეციალისტებს და ნოვატორებს? ვინაა დაინტერესებული იმით, რომ ხალხი არ გამოჯანმრთელდეს იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ჩვენი დიდებული ექიმები აკეთებენ.

– როგორც ვიცით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანმოს ორგანიზაციაში არ გადარიცხავს საწევრო შენატანს. ეს ხომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისთვის. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მაგის გაკეთების დრო იყო ახლაო? შენ, მითხარი, ღია წერილი უნდა გავუგზავნო ტრამპსო, რას იტყვი ამაზე?

– ძალიან ვაფასებ ბატონი ტრამპის ქმედებებს ტრადიციული ღირებულებების სათანადო დონეზე აღდგენის მიმართულებით. ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით და სხვა, მაგრამ ისიც კარგად მესმის, თუ როგორი დარტყმა მიაყენეს მას ნეოლიბერასტებმა.
მე სრულად ვეთანხმები ბულგარელი მეცნიერის პლამენ პასკოვის მძაფრ შეფასებას. მან 2020 წლის 29 მარტს ,,ბელორუს-ინფოს“ ჟურნალისტთან ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ვირუსი შეიქმნა ბიოტერორიზმისთვის და ეს ყველაფერი ნეოლიბერასტული ძალების მიერ იმართება. მისი თქმით, მან, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, ვირუსის 30-ზე მეტი სახე იცოდა და აქედან ღორის გრიპი, ლეტალობის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე კორონავირუსიო. სწორედ პლამენ პასკოვი ამტკიცებს ზუსტი ფაქტებით, თუ როგორ დაემუქრნენ ბატონ ტრამპს მთელი რიგი არეულობებით ლიბერასტული ძალები ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში და ვხედავთ კიდეც, როგორ უსრულებენ დანაპირებს. მე ვნახე რამდენიმე დღის წინათ თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენცია, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მონაწილეობდა და იგი ყურადღებით უსმენდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკის წარმომადგენლის დებორა ბრიქსის პასუხებს. საკმაოდ უღიმღამო პასუხები იყო, მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩემი აზრით, ტრამპი სწორ ნაბიჯებს დგამს. გახსოვთ, ალბათ, ადრე მან სხვა ორგანიზაციებსაც შეუტია. არსებობს ასეთი გამოთქმა, გაერო მკვდარზე მისატანი ,,ვენოკის“ ფუნქციის მატარებელი ორგანიზაციაა და მეტი არაფერიო. მე ვინ ვარ, მაგრამ ზუსტად იგივეს ვფიქრობ ჯანმოზეც და მის უმოქმედო ხელმძღვანელზე. ახლა რაც შეეხება ჩემს ღია წერილს ბატონი ტრამპისადმი. ის უკვე მზადაა კარგა ხანია და დაველოდები რეაქციას ჩვენს ინტერვიუზე. ამის შემდეგ მე ხელფეხი გახსნილი მექნება და ჩვენებისგან იგნორირების შემთხვევაში, უკვე გავაგზავნი ამ და სხვა წერილებს სხვადასხვა მისამართზე. შეიძლება ვიღაცამ გამკიცხოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როცა პლანეტა დედამიწას კარში ასეთი განსაცდელი უდგას, არც ერთ კეთილი ნების ადამიანს სიჩუმის უფლება არა აქვს. მე ვფლობ ფრიად სასარგებლო ინფორმაციას და ის უნდა მივაშველო იმას, ვინც პრობლემის რეალურ მოგვარებაზე ფიქრობს. ინფორმაციის მნიშვნელობაზე კი არავისგან არაფერი მესწავლება, რადგან ამის სპეციალისტი ვარ.

ნანა სულავა

ალია №14

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია