fbpx



ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი ნანა სულავა ნიკა გვარამიას მიმართავს- 25 წლის ლიკა ნატრიაშვილს, შენი პროკურორობის დროს აწამებდნენ “მატროსოვზე“, მერე კი, თავი მოიკლა.

ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი ნანა სულავა ტელეკომპანია,,მთავარის,,-ის გენერალურ დირექტორს, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს. როგორც სულავა წერს, 2007-2008 წლებში, ნიკა გვარამიას გენპროკურორობის პერიოდში, არაერთი პატიმარი ქალი გარდაიცვალა, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია და გამოძიება არ დაწყებულა.
გთავაზობთ წერილიდან რამდენიმე ამონარიდს:

 „2007 წელს, “მატროსოვზე“ ზონდერსახესთან ბაჩო ახალაიასთან და ყველა დროის პოლიტიკოსთან, სოზარ სუბართან ერთად შემოხვედი ვითომდა პატიმარი ქალების მოსანახულებლად. ჩემი სახით უკანონოდ ციხეში გამომწყვდეული ჟურნალისტი გიყურებდათ და გაფიქსირებდათ (მაშინ თუ გიკითხავთ,  რამდენი ჟურნალისტი ჰყავდა მიშას ციხეში?). მინდა,  გაგახსენო საცოდავი პატიმარი ქალები შემოგეხვივნენ და განა რას გთხოვდნენ? შენსავით სამ მოსამართლეს და ამდენივე პროკურორს კი არა, თითო-თითოს! ყველა სათითაოდ გთხოვდათ,  გადარჩენის გადახედვას, სხვას არაფერს!

კიდევ იცით რა გამახსენდა? შენს ძმას,  ახალაიას მხარი რომ გაჰკარი იმ ქალის დანახვაზე, პირველი ჯგუფის ინვალიდი,  რომელიც დაუხმარებლად ვერ გადაადგილდებოდა და პატიმრებს ხელში აყვანილი რომ დაჰყავდათ, გაოცებისგან შენ თვითონვე, რომ აღმოგხდა, – ეს მაინც რატომ დაიჭირესო?! ჰოდა, მაშინ რატომ არ მოითხოვე სამი მოსამართლე?! ნარკოდამოკიდებულები შენ და თქვენს ხელისუფლებას მაშინ ხომ, მხოლოდ ერთ რამეს-მკურნალობას გთხოვდნენ და მთელი წლები თქვენი სულიერი ძმა,  გიგი წერეთელი რომ “აბოლებდა“ პატიმრებს ახლა ვცვლით კანონსო.

თქვენი მამხილებელი ათასობით ფაილი თუ მართლა განადგურდა, ჩვენ ხომ ცოცხლები ვართ, ამ ხელისუფლებისგან სიცოცხლეგადარჩენილი ყოფილი პატიმრები! მოდი, ჩემთან ერთად შენც გაშალე ხელები და დავთვალოთ, შენი პროკურორობის დროს, 2007-2008 წლებში საღ-სალამათი რამდენიმე ქალი გარდაიცვალა “მატროსოვზე“ და რამდენმა მოიკლა თავი. რამდენიმეს გაგახსენებ! 25 წლის ლიკა ნატრიაშვილს, შენი პროკურორობის დროს აწამებდნენ “მატროსოვზე“, მერე კი, თავი მოიკლა. ოპოზიციონერი პატიმარი ნანა მითაგვარია წმინდა წყალივით სუფთა ადამიანი იყო –  საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი. ნანა მითაგვარიას ნუ კლავთ-მეთქი ვუყვირე ერთხელ ციხის ექიმს, ნანა ჯიჯოევას პასუხი არ გაინტერესებთ? – პატიმრებში პანიკას ნუ ეწევითო. მეორე დღეს ის ციხის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

ქუთაისელი ირინა გედენიძე, თბილისელი ტომა კვაჭანტირაძე, ასევე,საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ “მატროსოვის“ ციხეში. ჩემ თვალწინ, ურიკაზე დაგდებული უამრავი ქალის ცხედარი გაუტანიათ, მაგრამ არც ერთი საქმე არავის გამოუძიებია, მაშინ მოგეთხოვა სამი მოსამართლე!

45 წლის მედეა ჩხიკვაძის სიკვდილიც თქვენს სინდისზეა, შველას ითხოვდა, მაგრამ სად იყო მშველელი?! უწამლობაში, გულგრილობასა და დახმარების თხოვნაში ამოხდა სული სრულიად ახალგაზრდა ქალს“ ,– წერს ნანა სულია გია გვარამიასთვის მიწერილ ღია წერილში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია