fbpx

პარლამენტარი დავით სონღულაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გამო სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს

დავით სონღულაშვილის ბიუროს სპეციალური განცხადება:

გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა საკუთარი ონლაინ-რესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული. პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული “ფეიქ”-ის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია