fbpx



ორგანიზებული კამპანია დაიწყეს გურულის წინააღმდეგ.ლაშა ნაცვლიშვილმა ტექსტი დაუწერა ცერცვაძეს-ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ირწმუნება, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძეს განცხადების ტექსტი ლაშა ნაცვლიშვილმა დაუწერა.

ჟურნალისტი ამ კომენტარით „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ასეთ ვითარებაში ექიმების პოლიტკური ნიშნით დაყოფა დაუშვებელია.

„ახლა ექიმების კლასტერს ნუ გავაჩენთ ჩვენდა უნებურად ნაცქოცურ დაპირისპირებაში“, – წერს ბერძენიშვილი.

„თვითონ აჩენენ, ვინ გააჩინა – გუშინ ორგანიზებული კამპანია დაიწყეს გურულის წინააღმდეგ. ნაცვლიშვილმა ტექსტი დაუწერა ცერცვაძეს, საოცარი ტექსტი იყო, ექიმისას რომ არ გავდა და ტროლები საწოლებიდან წამოაგდეს სამუშაოდ. ახლა როგორ უნდა მოიქცეს გურული – თავი დახაროს, აქაოდო, მაპატიეთ ჩემს აზრს რომ გამოვთქვამდი საშიში გევრდითი ეფექტის წამალზეო?!“ – წერს ეკა კვესიტაძე.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია