fbpx



ნინო ჯღარკავა-არ ვიცი ხვალ სად წავა,რომელ პოზიციაზე ,მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ჩემპიონი იქნება!

2012 წელს ქუთაისში ,,ქართული ოცნების,, აქციაზე გავიცანი, პირველი ჩართვაც მაშინ მქონდა სატელევიზიო, გადაცემაში სტუმრობაზე შევუთანხმდი, მოვიდა ,,ობიექტივში,, გვიანი იყო ღამის 23 საათი, ორი დაცვის თანამშრომელი და მეგობარი ახლდა, ეს ფოტოც მაშინ გადავიღეთ, მაისურზე საკუთარი ავტოგრაფიც დატოვა, კარალეთის ქვების წვიმაც გამოვლილი ქონდა და ძმის ტრაგედიაზე ათასი სიბინძურეც მოსმენილი, თვალებში სევდა ედგა, ცრემლიც მოაწვა, ვეღარ გავუბედე ამ თემაზე საუბარი, მერე იყო გამარჯვება, ჩემი მინისტრი იყო წლები, სადაც თვალს გააწვდენდი ყველგან იყო, ქარში, წვიმაში, თოვლში, მთაში ,ბარში, ცხელ წერტილებში, თხოვნებს და ,,ჩაწყობებს, ვერავინ გაუბედავდა, ერთხელ ,,მავანის, ენებით წყენაც კი იყო, გავიარეთ, ვისაუბრეთ, ყოველთვის მოწიწება და რიდი მქონდა მისი.

არ არსებობდა მესიჯზე ღამის საათებშიც არ ეპასუხა, უყურადღობოდ არ დაგტოვებდა, ახალ წელს მუდამ მირეკავდა და მილოცავდა. მერე თბილისის მერი გახდა, აქაც ძლიერი გუნდი შეკრა, გადააწყო ყველა თავის რეჟიმზე, დღე – ღამე ყველგან ნახავ კახას და მის გუნდს, ყველაფერს აკეთებენ რომ თბილისი გაგვილამაზონ, გაჭირვეულ ადამიანებს იმედი ჩაუსახონ. ყველას ვერ გაწვდები, უმადურიც ბევრი გეყოლება და მადლიერიც, ასეთია ცხოვრება, ეს იცის მან, რადგან რჩეულთა ხვედრი ასეთია!

ის, ჩემი ლამაზი ქალაქის საუკეთესო მერია! არ ვიცი ხვალ სად წავა, რომელ პოზიციაზე, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ჩემპიონი იქნება!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია