fbpx



ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ.

დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ.

“ვვარაუდობ, რომ დავინფიცირდი სამუშაო თათბირის დროს. როგორც იცით, ასეთი თათბირების დროს მაგიდაზე ჭიქებს დებენ წყლით. მე შევამჩნიე, რომ ადამიანი, რომელიც ჭიქებს გვაწვდიდა, არ იყო ხელთამანებით. მე მას იქვე მივეცი შენიშვნა და ჭიქის გამოცვლა მოვთხოვე”

ნიკოლ პაშინიანმა აღნიშნა, რომ მიმტანი, რომელიც მაგიდაზე ჭიქებს ალაგებდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას სიმპტომები არ აქვს.

მუშაობას რეზიდენციიდან გავაგრძელებ მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება, – განაცხადა მან

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია