fbpx



ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე უარს ამბობს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

როგორც გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ ჩაბარდა უწყება. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნიკა გვარამია დაკითხვაზე დღეს, 16:00 საათზე დაიბარა.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საკითხს ეხება.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია