fbpx

ნიკა გვარამია მირიან ნიკოლაძეს პასუხობს- ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს უყლევესიბებს სოც ქსელში.

ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა.

აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერი? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე – გინდ პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს უყლევესიბებს სოც ქსელში. მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმა არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში.

მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვამი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო კუდ და ასეთივე “დამოუკიდებელი ექსპერტები” აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია, მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ვინც ნახა, უკრძალავს ამაზე საუბარს. ასევე არწმუნებდა იჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში.

ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის. და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად. კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს, ის ან დებილია, გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ.

და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ეყოფათ. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია