fbpx

ნიკა გვარამია კელი დეგნანს აკრიტიკებს

„მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს“ – ამ სიტყვებით სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია არჩევნების შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.„იგივეს ამბობდა რიჩარდ მაილსი 2003 წელს.

როგორ დამთავრდა, ყველას გვახსოვს.ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. როცა ისფედი და სახალხო დამცველი, მთავარი ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დარღვევებს აფიქსირებენ, ამგვარი განცხადება, მინიმუმ, ნაჩქარევი და არაკორექტულია.და რაც მთავარია, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს.

ვწუხვარ, მაგრამ ასეა: მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს“ – წერს გვარამია.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია