fbpx



„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება და საზოგადოების დაკვეთა, ჩნდება კითხვა – შეძლებს თუ არა ეს პარტია მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„კარგია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, რომ მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს, როგორც საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც, რა საკვირველია, საერთო ჯამში, სამწუხაროა, მაგრამ თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, იმაზეც რაზეც არსებობდა საზოგადოების დაკვეთა და საერთო ფართო კონსესუსი, კითხვა ჩნდება შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთანავე პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა დეპუტატის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებები თალაკვაძის განმარტებით, გავიდოდა, იმის მიუხედავად, დაუჭერდა თუ არა მას მხარს „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“.

„მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თითოეული დეპუტატის მხარდაჭერა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წინა დღეებში საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციით, დეპუტატების მხარდაჭერა იყო საკმარისი იმისთვის, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო, დაუჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელიც ბოლო მომენტამდე თავის პოზიციას არ აფიქსირებდა, ეს ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში როგორც დღეს გამოჩნდა, პირველი კენჭისყრით იქნებოდა მხარდაჭერილი“, – განაცხადა თალაკვაძემ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია