fbpx

ნაცვლად იმისა, რომ რუკის მიხედვით საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან გაეტარებინათ, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე,ეს დანაშაულია-ირაკლი ღარიბაშვილი

საუბარი და სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრებმა, გადაწყვიტეს დავით-გარეჯის საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია, მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის საკითხის გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა  ირაკლი ღარიბაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ წინა მთავრობა დავით-გარეჯთან დაკავშირებით ხელმძღვანელობდა ისეთი რუკებით, რომლებიც სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდა.

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს წინა მთავრობის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივი და მოტივაცია.

„ჩვენი ინფორმაციით, დავით -გარეჯთან დაკავშირებით, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა არამართლზომიერი, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებების გაფორმება. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თითქოს არაფერი არ ყოფილა შეთანხმებული, რაც არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი. 2006-2007 წლებში კონკრეტულად ეს დავით-გარეჯის მონაკვეთი იქნა შეთანხმებული. საზღვარი გადიოდა ამ რუკის მიხედვით, რომელზეც მე ვსაუბრობ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედის ძირში, დაახლოებით, 500 მეტრის სიღრმეში, ნაცვლად იმისა, რომ ამ რუკის მიხედვით გაეტარებინათ საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში. ეს ერთ-ერთი მთავარი არა თუ დარღვევა, არამედ დანაშაულია, ჩემი მოსაზრებით. დანარჩენზე, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რომ ზედმეტი სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო. გამოძიება დაადგენს ყველა იმ მოტივსა და მოტივაციას თუ რატომ მიიღო წინა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. საუბარი და სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრებმა, გადაწყვიტა ეს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის საკითხის გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, უმაღლესში მე ვგულისხმობ, ან პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს ძალიან დიდი მისია და მე მჯერა, რომ ისინი ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ“, –

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია