fbpx

მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლების და კულტურის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა მინისტრი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის.

მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრო.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია