fbpx

მიშა იყოს კარგად და რატო 2030 მდე არ იქნება ივანიშვილი?! – დავით ზურაბიშვილი

მიშა კარგად იყოს და მის ფსევდორევოლუციურ რადიკალიზმს აყოლილი დანარჩენი ოპოზიცია და რატომ 2030-მდე არ იქნება ივანიშვილი?” – ასეთ ანალიზს აკეთებს დავით ზურაბიშვილი დავით ბერძენიშვილის “ფეისბუქ სტატუსზე”, სადაც პოლიტიკოსებს შორის დებატები გაიმართა მიმდინარე მოვლენებზე .არანაირი რესურსი არ უშველიდა ივანიშვილს, ოპოზიციას ეგრევე რადიკალური კონფრონტაციის ნაცვლად თავისი ძალისხმევა გადათვლისა და შედეგების გადასინჯვისკენ რომ მიემართა, დასავლეთთან ერთად კიდევ რაღაცეები გამოეგლიჯა ხელისუფლებისთვის, მეორე ტურებში ებრძოლა და მთავარი ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაემართა უკვე გაცილებით სუსტი და მორყეული ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავისი რადიკალიზმით და “ან ყველაფერი ან არაფერი” პოზიციით მათდაუნებურდ ყველაფერს აკეთებენ ბიძინას ხელისუფლების განმტკიცებისთვის.” – წერს დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ასეთი ინფანტილიზმი და არაკვალიფიციურობა ეროვნული მოძრაობის მერე არ ახსოვს არცერთი ოპოზიციისგან:

“მაშინ კიდევ საპატიო მიზეზები იყო ბევრი. თვალებს და ყურებს არ ვუჯერებ, ისეთ რაღაცეებს ვისმენ და ვუყურებ.

ერთადერთი ის მანუგეშებს, რომ ამ ყველაფრისგან პირადად მე გარიდებული ვარ. ალბათ საერთოდაც უნდა შევეშვა კომენტირებას და პოლიტიკაზე წერასაც ერთხანს და გაზაფხულისთვის მოვიკითხო ყველა.” – წერს დავით ზურაბიშვილი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია