fbpx

მისი გარემოცვიდან დამირეკეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარი სურდა-თენგიზ ცერცვაძე

“მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოს მსგავს ცხოვრებას ეწეოდა,” – ასე იხსენებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე  “POSTV”-ს ეთერში “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან პირველ შეხვედრას.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას დასძინა, ის ბიძინა ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

„პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოს მსგავს ცხოვრებას ეწეოდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ არ იცნობდა სახეზე. მისი გარემოცვიდან დამირეკეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარი სურდა“, – განაცხდა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე მაშინ „შიდსის“ სახელმწიფო პროექტზე მუშაობდა. „გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი. ამოვიდა, გამეცნო… გაგონილი მქონდა ვინ იყო. მას აინტერესებდა კონსულტაცია სამედიცინო საკითხებზე. ცნობილია, რომ ის ძალიან დაინტერესებული კაცია. ყველაფერი რასთანაც შეხება აქვს აინტერესებს და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა ჩაიხედოს, გაერკვეს. იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც საინტერესო პრობლემას ეხებოდა, კერძოდ ვირუსები, რომელიც იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის სწავლობდა ამ პრობლემას და კითხულობდა. მაშინ ის უცხოეთში უფრო ხშირად იყო ვიდრე აქ და ფრანგ ექიმებთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია. მოვიდა, ვისაუბრეთ, კარგახანს დარჩა, ალბათ 2 საათი. ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სიმპათიას და ურთიერთობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია