fbpx

“მთელი ცხოვრება ჩემზე შემოტევაზე ხარ აწყობილი”, ვაშაძე გვარამიას

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, მათ შორის არის გიორგი ვაშაძეც.

ამის შესახებ ინფორმაცია გვარამიამ, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის პოსტზე კომენტარის სახით დატოვა. მას გიორგი ვაშაძემ კომენტარებშივე უპასუხა:

გიორგი ვაშაძე:

“რა ინფო რის ინფო, საიდან მოიტანეთ??? მთელი ცხოვრება ჩემზე შემოტავზე როგორ უნდა იყოთ აწყობილი?”

ნიკა გვარამია:

“საიდან მოვიტანეთ, ინფორმატორი გავამჟღავნოთ გიორგი? ინფორმატორს კი არა, მოლაპარაკების დეტალებს არ ამჟღავნებთ. ძალიან მარტივია – კომენტარზე უარის ნაცვლად ან დაგვიდასტურეთ და ან უარყავით. უმარტივესია. შენ არ ხარ მარტო, 7 ადამიანია და შვიდივესგან ვცდილობთ კომენტარის მიღებას, ჯერჯერობით უშედეგოდ. და უკომენტაროდ ამგვარი საკიტხის დატოვება, კი იცი, რომ ეჭვებს აღრმავებს.

რა პასუხი მივიღეთ, ეს “ვამტკიცო რომ ირემი არ ვარ” (აქლემია მანდ, ისე, პაატა მანჯგალაძის ვერსიაა ირემი) – ამაზე გაქუცული სისულელე, რომელიც ბოლოს სწორედ აქლემობით მთავრდება, მეორე არ მხსენდება. რა პასუხი მივიღეთ და სად? მთელი ცხოვრება რომ ვაშაძეს ვებრძვით თურმე, ეგ ისტერიული ბოდვაა პასუხი?

სატელევიზიო კომენტარი “არ შევდივარ” ან “შევდივარ” არის პასუხი. ბოდიში, აქ სულელი არავინ არაა.”

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია