fbpx



“მე მარტო ერთს დავარტყიო…” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ბებია

გუშინ ჰყავდათ დაკითხვაზე. ადვოკატიც იქ იყო და რავიცი, არაფერი არ არიო. ადვოკატმა ასე გვითხრა, ეს საერთოდ არ ჩანს ამ ბიჭთანო და თენგოც ამბობდა მე მაგ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობო. მარტო ის თქვა, მე მარტო ერთს დავარტყიო, თმებით მითრია და მათრია ისეო. მეტი არაფერი უთქვამს.”

ამის შესახებ, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, დაკავებული ერთ-ერთი სპორტსმენის, თენგო ბარბაქაძის ბებიამ განაცხადა.

როგორც ბარბაქაძის ბებია “მთავარ არხთან” საუბრისას ჰყვება, მის შვილიშვილს ინციდენტში მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა შაქარაშვილს არ იცნობდა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია