fbpx



მე ამაყი ვარ რომ ვარ ამერიკის ელჩი ქვეყანაში, რომელიც ერთგულია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები-კელი დეგნანი


„მე ამაყი ვარ რომ ვარ ამერიკის ელჩი ქვეყანაში, რომელიც ერთგულია, დაიცვას ჩვენი თანაზიარი დემოკრატიული ღირებულებები და აქვს სურვილი, ინტენსიურად იმუშაოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უსაფრთხოება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც წლების მანძილზე მიმდინარე ძალიან ინტენსიურმა სამუშაოებმა, ტრენინგებმა, სწავლებებმა და რეფორმება, შედეგად მოგვცა თანამედროვე, უნარიანი, პროფესიონალური თავდაცვის ძალები, რომელთან თანამშრომლობით აშშ ამაყია.

აშშ ამაყად პარტნიორობს მათთან და მსახურობს ნებისმიერ ადგილას.

ასევე, მსურს, აღვნიშნო ის მართლაც უმნიშვნელოვანესი როლი, რაც შეასრულეს თავდაცვის ძალებმა და სამართალდამცველმა სააგენტოებმა კრიზისის დროს.

კრიზისის რეაგირებაში მათი როლი მართლაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო.

ასევე მსურს, აღვნიშნო, რომ აშშ თავდაცვის ძალები და აშშ-ს საზღვაო ქვეითების დანაყოფი მზად არიან, რომ აღადგინონ წვრთნები ქართულ თავდაცვის ძალებთან, მას შემდეგ, რაც მოიხსნება COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები.

ფაქტობრივად, საზღვაო ქვეითთა კონტინგენტი საქართველოში ემზადება, რომ გაემგზავროს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა დანაყოფთან ერთად ზაფხულში.

როგორც ხედავთ, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

მე ძალიან ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის ელჩი ქვეყანაში, რომელიც არის ერთგული დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ.

მას აქვს სურვილი, გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა, რათა გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი საკუთარი მოქალაქეებისთვის

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია