fbpx

ლევან ბერძენიშვილი- ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად შესაბამისი ზომები არ გატარებულა. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

„ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ, რა გააკეთეს. თუ ტრანსპორტს აჩერებ, უნდა გაიაზრო, ვინ მივა და ვინ არა სამსახურში. წამლები არ შემოუტანიათ, საველე ჰოსპიტლები არ გაუხსნიათ, ექიმები არ გადაუმზადებიათ, პანდემიასთან ბრძოლაშიც აღმოვჩნდით ისეთები, როგორიც ყველაფერში“,- ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„მე ვერიდები ექიმების კრიტიკას, ყველაზე უფრო ბოლოს ექიმებს შევეხებოდი. ეკატერინე ტიკარაძე საერთოდ არ უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროში, ასეთი ადამიანების დაწინაურებით, ვნახეთ რაც ხდება. მას არავინ არაფერს ეკითხება, ექიმებს არ უყვართ თავიანთი მინისტრი და მე როგორ მეყვარება“,- განაცხადა ბერძენიშვლმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია