fbpx

„კოზა პრესის“ მთავარმა რედაქტორმა ნიჟნი ნოვგოროდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თავი მოიკლა.

ირინა სლავინამ, რომელიც გაზეთ „კოზა პრესის“ მთავარი რედაქტორი იყო, ნიჟნი ნოვგოროდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან თავი მოიკლა.

თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კი ჟურნალისტმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის გარდაცვალებაში რუსეთის ფედერაციის დადანაშაულებას ითხოვს

ადგილობრივი აქტივისტი, „ტელეგრამ“ არხის „მოპროტესტე ნიჟნი ნოვგოროდის“ ავტორი გრიგორი ტიფანიუკი „ბიბისთან“ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ სლავინას თვითმკვლელობა შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისტემატურმა ზეწოლამ განაპირობა.

„ბიბისი“ წერს, რომ „კოზა პრესი“ არის ყველაზე დამოუკიდებელი გამოცემა ნიჟნი ნოვგოროდში, რომელსაც შეუძლია, დაწეროს ნებისმიერი თემაზე.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია